1. პროექტის სახელი: კრიტიკა და კრიტიკოსები
2. პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მონაწილეები ირჩევენ მათთვის საინტერესო სფეროს (მაგ, ლიტერატურას, ხელოვნებას, მეცნიერებას და ა.შ.), მოიძიებენ ინფორმაციას ამ სფეროში მოღვაწე თანამედროვე კრიტიკოსების შესახებ, განიხილავენ მათ მიერ დაწერილ კრიტიკულ პუბლიკაციებს, მსჯელობენ კრიტიკის როლსა და შედეგზე არჩეული სფეროს განვითარებაში, ადარებენ მათ იმავე სფეროში მოღვაწე ძველი დროის კრიტიკოსების ნამუშევრებს. განიხილავენ “არაჯანსაღი” კრიტიკის მაგალითებს, წარმოგვიდგენენ იმ სფეროში მოღვაწე ერთ-ერთი თანამედროვე ფიგურის შემოქმედების საკუთარ კრიტიკულ ანალიზს…
3. პროექტის სრული აღწერა:
სიტუაციის მოკლე ანალიზი: ხშირად კრიტიკა სერიოზულ გავლენას ახდენს პროდუქტის რეალიზაციაზე. მაგალითად, კინოკრიტიკა შეიძლება დამღუპველი (ან პირიქით) აღმოჩნდეს კინოგაქირავებისთვის. საინტერესოა ლიტერატურული, პოლიტიკური, მეცნიერული, თეატრალური, მუსიკალური, ფოტო და სხვა სახის კრიტიკაც… მაგალითად, დღეს განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ქართული მუსიკალური კრიტიკის არარსებობაზე და სხვა…
თანამედროვე ეპოქაში, ხშირად, კრიტიკა ლანძღვასთან ასოცირდება, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, ცოტაა “ჯანსაღი” კრიტიკის მაგალითებიც. რატომ ვერ არჩევენ ერთმანეთისგან კრიტიკას და მტრობას, რა წესები უნდა დავიცვათ, რომ კრიტიკა იყოს შედეგიანი და ამასთან, არც კრიტიკის ობიექტი დაგვრჩეს ნაწყენი? საჭიროა თუ არა კრიტიკული ანალიზი? რა დანიშნულება აქვს კრიტიკის ხელოვნებას ამა თუ იმ სფეროს განვითარებაში? რატომ უნდა გამოვიმუშაოთ კრიტიკის კულტურა? რა შედეგები შეიძლება მოგვიტანოს კრიტიკის არარასებობამ? რატომ უნდა “ვუძრახოთ მოყვარეს პირში” ანუ ვიყოთ კრიტიკოსები?
მიმდინარეობა: პროექტის მონაწილეები ირჩევენ მათთვის საინტერესო სფეროს, მაგალითად, ლიტერატურას, მოიძიებენ ინფორმაციას თანამედროვე (მაგალითისთვის) ლიტერატურულ კრიტიკოსებზე, მოკლედ აღწერენ მათ ბიოგრაფიას, სახასიათო შტრიხებს, განიხილავენ მათ მიერ გამოქვეყნებულ კრიტიკულ პუბლიკაციებს, აქცენტს აკეთებენ კონკრეტული კრიტიკული წერილის შედეგიანობაზე, მსჯელობენ მათ ობიექტურობაზე, ფაქტობრივად, უკეთებენ ანალიზს კრიტიკოსების ანალიტიკურ-შემოქმედებით მიდგომას, ადარებენ მათ ძველი დროის ლიტერატურულ კრიტიკოსებს, ანუ ანალიზს უკეთებენ თაობებს შორის არსებულ განსხვავებულ მიდგომებს . განიხილავენ შესაბამის სფეროსთან, ამ შემთხვევაში ლიტერატურასთან (www.literatura.ge) დაკავშირებულ ვებ-გვერდებს , აანალიზებენ ინტერნეტ-ფორუმებზე ან გამოქვეყნებული ნაწარმოების კომენტარებში გამოთქმულ კრიტიკულ შენიშვნებს. წარმოგვიდგენენ საკუთარ ხედვასაც თუნდაც ერთი კონკრეტული ნაწარმოების შესახებ, წერენ ინტერვიუებს თანამედროვე კრიტიკოსებთან, ატარებენ სოციოლოგიურ გამოკითხვას (მაგ, თემაზე “კრიტიკოსების როლი” მოცემული სფეროს განვითარებაში, ან “ რა კავშირია კრიტიკასა და PR-ს შორის” …) და თუ შესაძლებელია, ადგენენ მოცემული სფეროს ყველაზე პოპულარული კრიტიკოსების რეიტინგს…
4. მონაწილეთა ასაკი/კლასები: 13-17
5. ვადები/ხანგრძლივობა: 2-3 თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: თანამედროვე ტექნოლოგიების, ლიტერატურისა და მასმედიის საშუალებების გამოყენებით პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელი მასალების მოძიება, მუშაობის პროცესში კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით დებატების გამართვა და მიღებული შთებეჭდილებების ფორმულირება შემდგომი გამოყენების მიზნით, პროექტის მიმდინარეობის შესახებ ე.წ. “დღიურის” წარმოება, მუშაობის თითოეული ეტაპის შესახებ ანგარიშის მომზადება და წარდგენა, შეუსრულებელი გეგმიური ნაბიჯების (თუ ასეთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი) მიზეზებსა და შედეგებზე მსჯელობა, პასიური და აქტიური მონაწილის გამოვლენა და შემდგომი ეტაპის სამოქმედო გეგმის დასახვა, მუშაობის პროცესში მოპოვებული მასალებით ფოტო-ალბომების, სლაიდების შექმნა …
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: თემატური ბლოგები, (კინო, ფოტო, ლიტერატურულ, პოლიტიკურ, მეცნიერ და ა.შ. კრიტიკოსებზე) ფოტოალბომი, ციფრული ჟურნალები, სლაიდები, ჩანახატები…
8. სარგებელი სხვებისთვის: ე.წ. “ჯანსაღი” კრიტიკის, სწორი ანალიზის უნარის განვითარება , სხვადასხვა დროის და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე კრიტიკოსებზე ინფორმაციის მიღება, კრიტიკის ობიექტების შემოქმედების უკეთ გაცნობა, კრიტიკის კულტურის ჩამოყალიბება და ამით სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანების შემოქმედებითი ზრდისთვის ხელშეწყობა, ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების აუცილებლობის შეცნობა, საჭირო პროგრამების ცოდნის სრულყოფა, საკუთარი პროდუქტის წარდგენის, ანუ პრეზენტაციის უნარის განვითარება და შესაბამისად, მუშაობის პროცესში ჩამოყალიბებული უნარ-ჩვევების სხვებისთვის (თანატოლებისთვის) გაზიარება.
9. სამუშაო ენა: ქართული
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
პროექტის ხელმძღვანელობა, არჩეული სფეროს შესაბამისად, თავისუფლად შეუძლია ნებისმიერი საგნის პედაგოგს. გარდა ამისა, პროექტის მიმდინარეობაში, შესაძლებელია, ჩაერთოს, მაგ.; მათემატიკის (ყურადღება მიაქციოს რეიტინგების შედგენის პროცესს), ქართულის(იზრუნოს მონაწილეების წერითი კულტურის განვითარებაზე, თვალ-ყური ადევნოს გრამატიკულ და ლიტერატურულ ნიუანსებს) ისტორიის (მიმოიხილოს ის ისტორიული ეპოქა, რომელშიც ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ მათთვის საინტერესო კრიტიკოსები, განსაკუთრებული აქცენტი გააკეთოს მაშინდელი აზრის გამოხატვის თავისებურებებზე, ცენზურაზე და დაფარულ კრიტიკაზე, თუ მსგავს ფაქტებს იმ პერიოდში ჰქონდა ადგილი) და ა.შ. პედაგოგები…
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
თბილისის 159-ე საჯარო სკოლა - ნაზი იამანიძე
თბილისის 169-ე საჯარო სკოლა – მარინა კიკაბიძე
თბილისის 163–ე საჯარო სკოლა - თამილა ნაცვლიშვილი
თბილისის 63-ე საჯარო სკოლა
12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: თეა მაჭარაშვილი
13. პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა: tea.macharashvili@gmail.com
14. პროექტის ფორუმი:http://foro.iearn.org/webx?14@@.1ea18cde/6
15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://kritika-kritikosebi.blogspot.com
Подписаться на:
Сообщения (Atom)